2019-11-21

შეხვედრა ბრიტანული კომპანია “visionary institute”-ის წარმომადგენელთან ბატონ საიმონ მიჩელთან

21 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ეწვია ბრიტანელი ბიზნესმენი და “visionary institute”-ის წარმომადგენელი საიმონ მიჩელი, რომელმაც სტუდენტებს გაუზიარა თავისი გამოცდილება, თუ როგორ განავითარა გლობალური ბიზნესი და დაეხმარა ქსელური მარკეტინგის ლიდერებს შეექმნათ და განევითარებინათ თავიანთი ბრენდები.

კომპანია საქართველოში აარსებს წარმომადგენლობას, ამიტომ სტუმარმა ასევე ისაუბრა იმაზე თუ რატომ აირჩია კომპანიამ თბილისი ახალი ბიზნესის შესაქმენლად. ბატონი საიმონ მიჩელმა სტუდენტებს გააცნო კომპანიის დასაქმების პოლიტიკა საქართველოს ბაზარზე და არსებულ ვაკანსიები.



Print

« იხ. ყველა სიახლე