საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდი (lpf.ge)“ აცხადებს საბუთების მიღებას ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი წარმატებული (CPA 3.5-ზე მეტი) სტუდენტებისგან, მათთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის მიზნით.
ფინანსური დახმარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
•
ანკეტა ;
•
პირადობის მოწმობის ასლი;
•
სტუდენტის სასწავლო ბარათი;
•
ბანკში პირადი ანგარიშის ნომერი;
•
სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
საბუთები მიიღება: 2020 წლის 17 თებერვლიდან 20 თებერვლამდე (ჩათვლით); მიღების საათები: 10.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე.
მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N 2, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი, მე-6 სართული, ოთახი 607;
ტელეფონები: მობ: 593 273 092; 571 626 320;