ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-07-06

"სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისა და ,,1+4“ პროგრამის შესარჩევი კონკურსის პრეზენტაცია"

 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომლის ინიციატივით, მიმდინარე წლის 11 ივლისს 11:30 საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში დაგეგმილია ორენოვანი დამხმარე მასწავლებლების შესარჩევი კონკურსის პრეზენტაცია,  „1+4“

პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო მინისტრი ქ-ნი ქეთევან ციხელაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.

"სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისა და ,,1+4“ პროგრამის მონაწილეთა ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია განსაკუთრებულად  შევუწყოთ ხელი წარმატებულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.   ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ორენოვანი დამხმარე მასწავლებლების შესარჩევი კონკურსის შესახებ მათი ინფორმირება. კონკურსი ცხადდება სპეციალურად იმ კურსდამთავრებულებისათვის, რომელთაც გავლილი აქვთ საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. (ბაკალავრებისთვის)". ეს ეხებათ ბაკალავრიატის სტუდენტებსაც,  რათა მათ მიიღონ ინფორმაცია არსებული კონკურსის შესახებ.
Print

« იხ. ყველა სიახლე