ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატი) შორის გაფორმდება მემორანდუმი ურთიერთანამშრომლობის შესახებ.

ამ მიზნით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ზაზა ჭელიძე შეხვდება თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს.

საუბარი შეეხება საქსტატის სისტემაში სტუდენტების სასწავლო პრაქტიკის, სტაჟირებისა და შესაძლო დასაქმების საკითხებს.

ღონისძიება გაიმართება 10 დეკემბერს, პარასკევს 17:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის №206 აუდიტორიაში.                                 



დეკანატი