II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: "ბიოეკონომიკა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება". - II International Scientific-Practical Conference: "Bioeconomy and Sustainable Development of Agriculture"


11-12 ოქტომბერი, 2013 წელი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში ჩატარდა II საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია
,, ბიოეკონომიკა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება“

ორგანიზატორები :
• ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, მიკროეკონომიკის კათედრა
• ეკონომიკური პოლიტიკის ქართულ–გერმანული ინსტიტუტი

მხარდამჭერები:
• საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
• ციურიხის (შვეიცარია) ტექნოლოგიური ინსტიტუტი

კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და შრომები წარმოადგინა 150–მდე ქართველმა მეცნიერმა. ასევე კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ჰოლანდიის, შვეიცარიის, იტალიის რუსეთის, უკრაინის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა.
წარმატებით იმუშავა 16 სექციამ.
შემუშავებული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ძალზედ საინტერესო რეკომენდაციები.


 


 


11 ოქტომბერს პლენარული სხდომა გახსნა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ თსუ მიკროეკონომიკის კათედრის სრულმა პროფესორმა ეთერ ხარაიშვილმა.
სტუმრებს მიესალმა და კონფერენციის მუშაობაში წარმატება უსურვა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ აკაკი მიქაბერიძემ.
საერთაშორისო კონფერენცია დალოცა და თემის მნიშვნელობაზე ისაუბრა სიონის სოფელ აკაურთას დეკანოზმა ბასილ ახვლედიანმა.

მომხსენებლები:
ლუკა ჩეზარო – (სოფლის მეურნეობის ეკონომიკის ეროვნული ინსტიტუტი, რომი, იტალია);
გიორგი წაქაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი;
ანატოლ შევჩუკი – რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი;
პაატა კოღუაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.
მალხაზ და ნათია ტერტერაშვილების მიერ წარმოდგენილი იქნა საოჯახო ფერმერული მეურნეობის პრეზენტაცია



 

 


12 ოქტომბერი, 2013 წელი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენციის ,, ბიოეკონომიკა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება“ მეორე დღე
გასვლა საგურამოში აგრო–ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულ ცენტრში, სადაც მივიღეთ მეტად საინტერესო ინფორმაცია და დავრწმუნდით როგორ ეროვნულ საქმეს აკეთებენ მეურნეობის მესვეურნი ცენტრის დირექტორის ლევან უჯმაჯურიძის ხელმძღვანელობით.ვნახეთ ქართული ყურძნის და ხილის ჯიშები, რომელმაც აღფრთოვანებაში მოიყვანა კონფერენციის მონაწილენი. აქვე გაიმართა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა მიერ მომზადებული მრავლისმომცველი და მეტად საინტერესოდ პრეზენტაცია. ასევე უცხოელ სტუმრებს დავათვალიერებინეთ მცხეთის ღირშესანიშნაობები.



"ბიოეკონომიკა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება".
პროგრამა: იხ. ბმული...


"Bioeconomy and Sustainable Development of Agriculture".
Program: See link...