2017-05-29

მიშკოლჩის უნივერსიტეტის პროფესორთა ნაყოფიერი ვიზიტი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე


2017 წლის 22-25 მაისს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს + პროგრამის  ფარგლებში ეწვივნენ მიშკოლჩის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები დანიელ კუტორი, ჟლოთ პეტერი და დოქტორანტი დორა დიანა ჰორვათი. მათ ჰქონდათ შეხვედრა ფაკულტეტის დეკანთან პროფესორ თეიმურაზ ბერიძესთან  ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო ფორმების საკითხზე. ამასთან, ისინი გაეცნენ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის რესურსულ პოტენციალს,  მათ შორის სამკითხველოს, ფაბლაბის და ბლუმბერგის სასწავლო ლაბორატორიებს. მათ მიერ შემოთავაზებულმა ღია ლექციებმა სტუდენტების დიდი ყურადღება დაიმსახურა.









Print

« იხ. ყველა სიახლე