2019-04-18

საბროკერო და აქტივების მმართველ კომპანია „ველსი“-ს სტუდენტური დასაქმების პროგრამა და შეხვედრა სტუდენტებთან

23 აპრილს, სამშაბათს, 14:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში გაიმართება სტუდენტების შეხვედრა საქართველოში პირველ პროპ-ტრეიდინგული ჯგუფის საბროკერო და აქტივების მმართველ კომპანია „ველსი“-ს, წარმომადგენლებთან და კომპანიის ვაკანსიებისა და დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია. 

კომპანიის შესახებ:

კომპანია დაარსდა 2014 წელს, როგორც ტრეიდერთა კლუბი. ხუთ წლიანი გამოცდილების ფონზე შექმნა უნიკალური ანალიტიკური სისტემები. ეროვნულ ბანკთან ერთად ჩართული იყო ახალი რეგულაციების ჩამოყალიბების პროცესში.  2018 წლის 18 ივლისს კომპანიამ მიიღო საბროკერო ლიცენზია, რომლის ფარგლებში აქტიურად დაიწყო „ჯანსაღი“ საბროკერო მომსახურეობის განვითარება და უწყვეტ რეჟიმში განაგრძო აქტივების მართვასთან დაკავშირებული პროექტების შემუშავება.

ჩვენი მთავარი მიზანია ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველაზე სწრაფი კავშირი  მსოფლიო საფონდო ბაზრებთან, ძირითადად ფასიანი ქაღალდების ბირჟებთან. ამასთან ერთად ვაჭრობისას ტრეიდერები და პროპ-ტრეიდინგული დეპარტამენტის თანამშრომლები უზრუნველვყოთ ყველაზე ღრმა ლიკვიდურობით.

სტუდენტებთან შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება პროპტრეიდინგული დეპარტამენტი,  რომელიც ახორციელებს კომპანიის ფინანსური აქტივების მართვას.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ჩვენმა კომპანიამ დააარსა პირველი პროპ-ტრეიდინგული ჯგუფი საქართველოში, რომლის ფარგლებში ექსკლუზიურად სთავაზობს დაინტერესებულ პირებს დასაქმებას, რომელიც ითვალისწინებს როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ცოდნის ამაღლებას, აგრეთვე ყოველგვარი ფინანსური დანახარჯების გარეშე ბაზარზე მოხვედრას და ფულის გამომუშავებას.

ჩვენი კომპანია დაინტერესებულია გააფართოოს თავისი საქმიანობა ამ მიმარ-თულებით,  რისთვისაც გვესაჭიროება ახალგაზრდა ენერგიული კადრები. ამისა-თვის გვსურს თქვენს უნივერსიტეტთან თანამშრომლობა  ამ საქმიანობაში სტუდენტების ჩართულობის მიზნით, რათა შემოუერთდნენ და გახდნენ ჩვენი გუნდის წევრები.

კომპანია სტუდენტებს საშუალებას მისცემს:

- გაეცნონ საფონდო ბაზრებზე მუშაობის, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას. მათ საშუალება მიეცემათ პრაქტიკულად ჩაერთონ  ბაზრის დეტალური ანალიზის ჩატარებაში ყველა იმ სავაჭრო ინსტრუმენტზე დაყრდნობით , რომელზედაც ორიენტირებულია კომპანია;

- თვალყური ადევნონ და აკონტროლონ ყოველდღიური ეკონომიკური სიახლეები, შეისწავლონ კომპანიების შეფასების მოდელები, როგორც ტექნიკური აგრეთვე ფუნდამენტალური, განახორციელონ ტექნიკური და ფუნდამენტალური ანალიზი.

- კომპანიის მიერ შემუშავებული სისტემის მიხედვით გაეცნობიან თუ როგორ უნდა მართონ ფინანსური სახსრები და აკონტროლონ რისკები.

მოუთმენლად ველით სტუდენტებთან შეხვედრას.
Print

« იხ. ყველა სიახლე