2013-11-25

მაგისტრანტების საყურადღებოდ!


საერთაშორისო ორგანიზაცია ბრიტანულ-ამერიკული თამბაქო" ("British American Tobacco – BAT“)  და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთად ახორციელებს სტიპენდიის პროგრამას ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და იურიდიული  ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

სულ დაფინანსდება 12 მაგისტრანტი ერთი სასწავლო წლის  (2013-2014) განმავლობაში. წლიური სტიპენდია ერთ სტუდენტზე შეადგენს  2250 ლარს ანუ დაიფარება მაგისტრანტის ერთი წლის სწავლის გადასახადი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტების მაგისტრატურის წარჩინებულ სტუდენტებს, რომლებიც ამ დროისთვის სხვა სტიპენდიას არ იღებენ.

კონკურსი შედგება ორ ტურად: პირველი ტური იქნება შესარჩევი ეტაპი, რომელსაც ჩაატარებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. მეორე ეტაპი იქნება გასაუბრება, რომელსაც ჩაატარებს სპეციალურად შექმნილი კომისია.

საინფორმაციო შეხვედრა British American Tobacco (BAT)-ის წარმომადგენლებთან გაიმართება

ოთხშაბათს, 27 ნოემბერს 17:30 საათზე,

თსუ მაღლივი კორპუსის 206–ე აუდიტორიაში.

Print

« იხ. ყველა სიახლე