2013-12-02

დოქტორანტ ვახტანგ ჭარაიას წარმატება "კიევის უსაფრთხოების ფორუმზე"

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი ვახტანგ ჭარაია სადოქტორო კვლევის ფარგლებში ა.წ. 22-23 ნოემბერს მიწვეული იყო უკრაინაში, ე.წ. "კიევის უსაფრთხოების ფორუმზე", რომლის მთავარი განსახილველი საკითხი იყო:. "კარგი მმართველობა, ერთადერთი გზა ევროკავშირისაკენ?"(Good Governance: the only way towards the EU?). ადგილობრივ, უკრაინელ მომხსენებლებთან ერთად ფორმში მონაწილეობას იღებდა  ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის 50–ზე მეტი წარმომადგენელი, სადაც განიხილებოდა მრავალმხრივი განვითარების პერსპექტივები.

აღსანიშნავია, რომ დოქტორანტ ვახტანგ ჭარაიას ნაშრომმა "საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები კონფლიქტური ტერიტორიების არსებობის ფონზე" ორგანიზატორთა და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა და იგი აღიარებულ იქნა საუკეთესოთა ხუთეულში.

პარალელურად, უკრაინის დედაქალაქში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ფორუმის მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ დემონსტრაციებში და შეხვდნენ ოპოზიციის ლიდერებს.


 



Print

« იხ. ყველა სიახლე