ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-05-18

მიშკოლჩის უნივერსიტეტის (უნგრეთი) პროფესორთა ლექციები

2017 წლის 22-25 მაისს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს + პროგრამის  ფარგლებში ეწვევიან მიშკოლჩის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები დანიელ კუტორი, ჟლოთ პეტერი და დორა დიანა ჰორვათი. ისინი შემოგვთავაზებენ ღია ლექციებს შემდეგ თემებზე:
1.    უნგრეთის გზა - გამოკვლევა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და განვითარების უნიკალურობის შესახებ - ასოც. პროფ.დანიელ კუტორი.
24 მაისი 2017, აუდ. 6 ( თსუ მთლივი კორპუსი, ტურიზმის კვლევითი ცენტრი), 10. 00 საათი.

2.    ტურიზმის განვითარება უნგრეთში და მისი პოზიტიური ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე - ასოც. პროფ. ჟლოთ პეტერი.
24 მაისი 2017, აუდ. 6 (თსუ მთლივი კორპუსი, ტურიზმის კვლევითი ცენტრი), 12. 00 საათი.

3.    კორპორაციების სოციალური პასუხისმგებლობის აქტუალური მხარეები - ასოც. პროფ. დონა დიანა ჰორვათი.
25 მაისი 2017, აუდ. 6 (თსუ მთლივი კორპუსი,  ტურიზმის კვლევითი ცენტრი), 10. 00 საათი.

გთხოვთ, მობრძანდეთ.


Print

« იხ. ყველა სიახლე