დოქტორანტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტი


დოქტორანტის სამეცნიერო - კვლევითი პროექტი

სამეცნიერო - კვლევითი პროექტის წარმოდგენისა და შეფასების წესი
  • სამეცნიერო - კვლევითი პროექტი უნდა ასახავდეს თეორიული და/ან ექსპერიმენტული კვლევის დასაბუთებულ შედეგებს.
  • სამეცნიერო - კვლევითი პროექტის  ზღვრული მოცულობა  30–35 გვერდი.
ფურცლის ზომა –A/4; შრიფტი 12, შრიფტის სახეობა Sylfaen, სტრიქონებს შორის მანძილი–1,5, გვერდის საზღვრები: მარცხენა 2,5 სმ;  მარჯვნა 2 სმ; ზედა 1,5 სმ; ქვედა 1,5 სმ.

შეფასების  კრიტერიუმები:

1.ნაშრომის შინაარსი  და  სტრუქტურა  
პრობლემის აქტუალობის დასაბუთება;  საკვლევ პრობლემაზე დამოუკიდებელი მსჯელობის უნარი;  ძირითად საკვლევ მასალაზე კონცენტრირების უნარი.  ჩანს  თუ არა ნაშრომში ლოგიკური ანალიზი და თანმიმდევრობა.  
2.ანალიზისა  და კვლევის სიღრმე
თემის ირგვლივ არსებული ქართული და უცხოური   ლიტერატურის გამოყენების დონე  (კლასიკოსთა  ნაშრომების,  კვლევების, რეფერატული ხასიათის ნაშრომების,  ინტერნეტ-რესურსების და სხვათა გამოყენება); პრობლემის დამუშავების დონე და  სიღრმისეული ანალიზი.  დოქტორანტის ინდივიდუალური კვლევისა  და ანალიზის უნარი.
3. შედეგი მიღებული სტატისტიკური და მეცნიერული  მონაცემების შედეგები;  კვლევის საფუძველზე შემოთავაზებული ლოგიკური დასკვნები. 

სამეცნიერო - კვლევითი პროექტის  დაცვის პროცედურა:

  • დოქტორანტი წინამდებარე პროექტის ბეჭდურ და ელექტრონულ ვერსიებს სამეცნიერო ხელმძღვანელის  რეკომენდაციის საფუძველზე წარუდგენს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს. 
  • სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ზეპირი განხილვა/პრეზენტაცია ჩატარდება პროგრამის ხელმძღვანელის, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის და შესაბამისი ფა¬კულ¬ტე¬ტის წარმომადგენლების ჩართულობით.
  • შესაბამისი კათედრის გამგე დოქტორანტის მეცნიერ–ხელმძღვანელთან  შეთანხმებით,  ადგენს  სამეცნიერო - კვლევითი პროექტის  დაცვის  კომისიას, არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით. 
  • კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა უბრალო  უმრავლესობა.
  • სამეცნიერო-კვლევითი პროექტი სადისერტაციო ნაშრომის დაცვის წინაპირობას წარმოადგენს (2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტი).

უარყოფითი დასკვნის მიღების შემთხვევაში ნაშრომი უბრუნდება დოქტორანტს შენიშვნების შესასწორებლად.

გამოქვეყნების თარიღი:2021-03-19 12:46:20