დოქტორანტის სტატუსის შეჩერება


სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია: 

ა) ადმინისტრაციული ან აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა;
ბ) ავადმყოფობა, თუ დოკუმენტურად დასტურდება სასწავლო პროცესში სტუდენტის მონაწილეობის შეუძლებლობა. 
გ) უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში თსუ-დან წასული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის.  
დ) პირადი განცხადება. 
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის "ბ” და "გ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლით სტუდენტის სტატუსის შეჩერების მოთხოვნით სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს თსუ-ს რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან 5 კვირის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს სტატუსის შეჩერებისა და სწავლის საფასურის მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას. ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სტატუსის შეჩერების მოთხოვნით, სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტის რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს მიმდინარე სემესტრში სტატუსის შეჩერების და სწავლის საფასურის მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას. 
2 1 . ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესიდან გამონაკლისი შესაძლოა დადგინდეს რექტორის ბრძანებით. (11.06.2012, №46/2012) 
3. სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა 5 წელი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 
4 . დაუშვებელია სტუდენტის სტატუსის შეჩერება გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში თსუ-დან წასული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის. 
5. სტუდენტის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. 

გამოქვეყნების თარიღი:2021-03-19 12:04:13