გასაუბრებაზე დოქტორანტობის კანდიდატის შეფასების კრიტერიუმები


ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე დოქტორანტურაში მისაღებ დარგობრივ კომისიასთან წარმოსადგენი დოკუმენტები:

1.კვლევითი პროექტი _ 3-4 გვერდის მოცულობით, სადაც დასაბუთებულია სადისერტაციო თემის აქტუალობა, კვლევის მიზანი, ამოცანები და დაგეგმილი (მისაღწევი) სამეცნიერო-თეორიული და პრაქტიკული შედეგები.
2.პროფესორის სარეკომენდაციო წერილი.
3.დოქტორანტობის კანდიდატმა გასაუბრებისას უნდა გააკეთოს მოხსენება წარმოდგენილი კვლევითი პროექტის მიხედვით  დარგობრივ კომისიასთან.

დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შეფასების კრიტერიუმები: 

გასაუბრება შეფასდება სამი კრიტერიუმით: 
განათლება (კვალიფიკაციასთან შესაბამისობა)
მოტივაცია
კვლევითი პროექტის პრეზენტაცია

შენიშვნა:
თითოეული კომპონენტი ფასდება 1-10 ქულამდე. საბოლოო შეფასება მოხდება სამივე კომპონენტის საშუალო არითმეტიკულით. 6 და ნაკლები ქულის დაგროვების შემთხვევაში დოქტორანტობის კანდიდატი ეთიშება კონკურსს.





გამოქვეყნების თარიღი:2021-03-19 12:00:52