სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის პროცედურა


სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის პროცედურა

1. სადისერტაციო ნაშრომის 4 ბეჭდური და 1 ელექტრონული ვერსია
2. განაცხადი, რომ სადისერტაციო ნაშრომი დოქტორანტის დამოუკიდებელი კვლევის შედეგია და არ შეიცავს პლაგიატს/გაყალბებულ მონაცემებს (დანართი 6)  
3. დოქტორანტის მიერ შესრულებული სამუშაოს შემაჯამებელი ანგარიში (დანართი 7)
4. დისერტაციის ძირითადი დებულებების ამსახველი მოკლე ვერსია (ავტორეფერატი) - ქართულ  და ინგლისური ენაზე
5. სამეცნიერო ხელმძღვანელის დასკვნა სადისერტაციო ნაშრომის საჯარო განხილვაზე დაშ-ვების თაობაზე (დანართი 8) 
6. ამონაწერი შესაბამისი კათედრის სხდომის ოქმიდან
7. ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებით განსა-ზღვრული სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნებისათვის წაყენებული მოთხოვნების შეს-რულების თაობაზე
8. ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა სასწავლო კომპონენტის შესრულების, დაგროვილი კრედიტებისა და სემესტრების სრულად გავლის თაობაზე (დანართი 9)
9. გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ამონაბეჭდი და/ან რედაქტორის (რედკოლეგიის) მიერ გაცემული ცნობა გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო ნაშრომის შესახებ და ნაშრომის ბეჭდური ვერსია
10. სადისერტაციო ნაშრომის შეფასების პროცესის ინტერნაციონალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (2018-2019 სასწავლო წლამდე ჩარიცხული დოქტორანტებისათვის, მაგ. საერთაშორისო რეცენზირების შემთხვევაში)  (დანართი 10) 
11. სადისერტაციო მასალების წარდგენის შემდგომ ფაკულტეტის საბჭო ერთი თვის ვადაში მსვლელობას აძლევს საქმის წარმოებას
12. დოქტორანტი თავისუფლდება სწავლის გადასახადისგან, თუ ნაშრომს წარმოადგენს მიმდინარე სემესტრის ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებში, ხოლო სემესტრის განმავლობაში ნაშრომის წარმოდგენისას მომდევნო სემესტრიდან. 

გამოქვეყნების თარიღი:2021-03-19 12:59:53