პროფესორ ლეონ მელიქსეთ–ბეგის სახელობის არმენოლოგიის ბიბლიოთეკას დიდი ისტორია აქვს. თბილისის უნივერსიტეტის დაარსებიდანვე შეიქმნა არმენოლობიის კათედრა, სადაც განთავსდა უმდიდრესი წიგნადი ფონდი, აქ სამეცნიერო ლიტერატურით სარგებლობდნენ აკაკი შანიძე, ივანე ჯავახიშვილი. როდესაც 1917 წელს საქართველოში გამოგზავნისას ივ. ჯავახიშვილის მიერ ორი ათეული წლის განმავლობაში ნაგროვები კულტურული ფასეულობებით სავსე ვაგონი დაიკარგა, ცნობილ მეცნიერს დანაკლისი სწორედ მელიქსეთ–ბეგის წიგნადმა ფონდმა შეუვსო, რისთვისაც იგი ცხოვრების ბოლომდე მადლობელი დარჩა.
ეს ბიბლიოთეკა პროფ. ლ. მელიქსეთ–ბეგის გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად სომხეთიდან დიდი მოძალებისა, მისი პირადი ანდერძის თანახმად, გადმოეცა არმენოლოგიის კათედრას. შეიქმნა პროფ. მელიქსეთ–ბეგის სახელობის კაბინეტი, სადაც განთავსდა ეს ფონდი. ამჟამად ბიბლიოთეკის მისამართია თსუ ყოფილი მეშვიდე კორპუსი (გამომცემლობა "არტანუჯის" გვერდით, ი. ჭავჭავაძის 17ბ). ბიბლიოთეკაში ყველა პირობაა შექმნილი სტუდენტთა და კავკასიოლოგიის პრობლემებით დაინტერესებულ პირთათვის.
მოგვიანებით ბიბლიოთეკა შეივსო ა/კავკასიის, შემდგომში ჯაფარიძის სახელობის უნიკალური ბიბლიოთეკით, სხვადასხვა კერძო კოლექციით. ამჟამად ბიბლიოთეკაში 15000–ზე მეტი წიგნია. არის რარიტეტული გამოცემებიც. აქ შეიძლება თბილისში გამომავალი უძველესი სომხური გაზეთების, ვენეციაში მხითარისტების საქმის გამოცემების, ბიბლიების, წინდანთა ცხოვრების თორმეტომეულის ხილვაც.