სამეცნიერო ლიტერატურის
მონაცემთა ბაზები, საძიებო სისტემები
Scopus - რეცენზირებადი ლიტერატურის თეზისებისა და ციტირების ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზა.
- European Science Foundation
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგებში ციტირების ინდექსის გამოვლენა არის ერთობლივი პროექტი (ERIH), რომლსაც აფინანსებს ESF–ი და ევროკომისია პროექტის ERA-Net „ჰუმანიტარული მეცნიერებები ევროპული კვლევების არეალში“ ფარგლებში.
ERIH-ი არის მონაცემთა ბაზა (არსებული
European Science Foundation ფარგლებში), რომელშიც წარმოდგენილია მეცნიერების სხვადასხვა დარგის, მათ შორის ჰუმანიტარული მიმართულებების, არაერთი მაღალრეიტინგული სამეცნიერო ჟურნალი, პუბლიკაციები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბაზა მომხმარებელს სთავაზობს სამეცნიერო პუბლიკაციების/სტატიების სრულ ვერსიებს. მონაცემები აღნიშნულ ბაზაში სეგმენტირებულია, წარმოდგენილია მიმართულებების მიხედვით, ამდენად მისი საძიებო სისტემა მოქნილი და ყველასთვის ხელმისაწვდომია.
ERIH-ის არსებობა და რეფერირებადი ჟურნალების ჩამონათვალი ხელს უწყობს ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში კვლევების იდენტიფიცირებას, პოპულარიზაციას, ხელმისაწვდომობას, ეროვნული მეცნიერული მიღწევების საერთაშორისო სტანდარტებთან შეფარდებას.
მონაცემთა ბაზაში განთავსებულია ჟურნალები შემდეგი სფეროებიდან:
ფილოსოფია, მეცნიერების ფილოსოფია, ისტორია, ეთნოლოგია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ფილოლოგია, რელიგიათმცოდნეობა, განათლების მეცნიერებები.
დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მოძიება შეუძლიათ შემდეგ მისამართზე: http://www.esf.org/research-areas/humanities/erih-european-reference-index-for-the-humanities/erih-initial-lists.html.
გთავაზობთ ჟურნალების ჩამონათვალს დარგების მიხედვით:
- Thomson Scientific Foundation - არის დიდი მოცულობის მონაცემთა ბაზა, რომელშიც წარმოდგენილია არაერთი სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი, მათ შორის ჰუმანიტარული დარგებიდან.
დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მოძიება შეუძლიათ შემდეგ მისამართზე: www.thomsonscientific.com
ჟურნალების ჩამონათვალი Thomson Scientific Foundation-ის მონაცემთა ბაზიდან მიმართულებების მიხედვით:
Jstor - გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების მონაცემთა ბაზა