საერთაშორისო კონფერენცია მედეას თემა მსოფლიოს მხატვრულ კულტურაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი
საერთაშორისო კონფერენცია
მედეას თემა მსოფლიოს მხატვრულ კულტურაში
17-19 სექტემბერი, 2017



თეზისების გაფორმების წესი
ავტორ(ებ)მა თეზისის ელვერსია უნდა წარმოადგინოს შემდეგი წესების დაცვით:
  • მოხსენება - წაკითხული არ უნდა იყოს სხვა კონფერენციაზე და გამოქვეყნებული სხვა კრებულსა თუ ჟურნალში;
  • თეზისი მიიღება ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ ან ახალბერძნულ ენებზე; 
  • სიტყვათა რეკომენდებული რაოდენობა: არანაკლებ 150 სიტყვისა, არაუმეტეს 500 სიტყვისა;
  • შრიფტი - Times New Roman, ძველი ბერძნული ენისთვის - უნიკოდი. შრიფტის ზომა: ტექსტი - 12; მარჯვენა ველი - 2 სმ, მარცხენა ველი - 2.50 სმ, ზედა ველი - 2 სმ, ქვედა ველი 2 სმ; სტრიქონებს შორის დაშორება - 1.5.
  • თეზისი წარმოდგენილი უნდა იყოს MS Word-ისა ფორმატში
თეზისი უნდა შეიცავდეს შემდეგ სტრუქტურულ ელემენტებს:
თავფურცელი:    
  • მოხსენების სრული სათაური;
  • ავტორ(ებ)ის სახელი და გვარი;
  • ინსტიტუცია, რომელსაც ის წარმოადგენს, და თანამდებობა;
  • იმ შემთხვევაში, თუ მოხსენებას წარმოადგენს სტუდენტი, თავფურცელზე დამატებით მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: უნივერსიტეტი, ფაკულტეტი (საფეხურის ბმითითებით); სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი და გვარი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საკონფერენციო თეზისების წარმოდგენის ვადა  -  8 ივლისი, 2017


ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში დაუკავშირდით მარიამ კალაძეს - mariami.kaladze@tsu.ge


 
სახელი, გვარი *
აკადემიური პოზიცია *
ელ-ფოსტა *
ტელეფონის ნომერი *
მოხსენების სათაური *
თეზისი (doc., docx.) *
*