ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება ენის კვირეულის ფარგლებში (13-17 აპრილი) გამართავენ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.
გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი და თეზისები 2020 წლის 20 მარტამდე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: tsuconference@tsu.ge
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი,
მსჯელობა – 5 წუთი.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
თეზისების გაფორმების წესი:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
ორგანიზაცია;
აკადემიური ხარისხი;
მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მოხსენების სათაური;
ფონტი: sylfaen
ფონტის ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 200-250 სიტყვა
კონფერენციის სამუშაო ენა – ქართული.
გამოიცემა კონფერენციის პროგრამა და თეზისები.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი იტოვებს მონაწილეთა შერჩევის უფლებას.
შედეგების შეტყობინების ბოლო ვადაა – 2 აპრილი.
საკონტაქტო პირები: ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი, ასოც. პროფესორი თინათინ ბოლქვაძე
თსუ, I კორპუსი, ოთახი 204