2020-05-28
ამერიკისმცოდნეობის 21-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია
2020 წლის 28 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით ამერიკისმცოდნეობის 21-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. 2020 წლის კონფერენცია მიეძღვნა მეიფლაუერის ხელშეკრულების დადების მე-400 წლისთავს.კონფერენციაში საქართველოსა და აშშ უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, პროფესორები, დოქტორანტები და მკვლევრები მონაწილეობდნენ (სულ 54 მომხსენებელი). კონფერენციის მოხსენებების თემატიკა ამერიკული ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მოიცავდა.
კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით 2020 წლის კონფერენცია ტრადიციული ფორმატით ვერ ჩატარდა, კონფერენციაში მონაწილეთა მოხსნებები შეგიძლიათ იხილოთ როგორც ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ვებგვერდზე (http://www.amstud.tsu.ge/), ასევე აქ, დანართში.
« იხ. ყველა სიახლე