2020-07-17
ესსების კონკურსი - „საბჭოთა ტერორი საქართველოს მეხსიერებაში“
ინფორმაციის თავისულების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამოაცხადა ესეების კონკურსი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის თემაზე - „საბჭოთა ტერორი საქართველოს მეხსიერებაში“.საკონკურსო ესე უნდა ეხებოდეს საბჭოთა ტერორის შესახებ თანამედროვე ქართული საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებას ან/და მასთან დაკავშირებულ მეხსიერების პოლიტიკას. ესე შესაძლებელია ფოკუსირებული იყოს საბჭოთა ისტორიის კონკრეტულ პერიოდზე ან საკითხზე, მაგალითად: სტალინური ტერორი, 1956 წლის დემონსტრაციები, 1989 წლის 9 აპრილი, ეთნიკური უმცირესობების დეპორტაცია, ტერორი რელიგიური ორგანიზაციების წინააღმდეგ და ა.შ. ნაშრომი შესაძლოა დაფუძნებული იყოს როგორც პრესისა და მედიის, საჯარო ინფორმაციის, საარქივო მასალებისა და ღია წყაროების ანალიზზე, ასევე - სოციოლოგიური ან ეთნოგრაფიული კვლევის შედეგებზე.
საკონკურსო პრიზები:
I ადგილი - ₾700
II ადგილი - ₾500
III ადგილი - ₾300
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
« იხ. ყველა სიახლე