2020-08-31
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი 30 სექტემბერს გამართავს მთარგმნელის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მეექვსე სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები უნდა გამოგზავნონ ა/წ 20 სექტემბრამდე ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: tsuconference@tsu.ge
თეზისების გაფორმების წესი
თეზისების თავში მოათავსეთ შემდეგი ინფორმაცია:
ავტორის სახელი და გვარი (ცენტრირებული, Bold, შრიფტის ზომა 14);
სამუშაო ადგილი (შრიფტის ზომა 12);
სამეცნიერო ხარისხი/წოდება/თანამდებობა (შრიფტის ზომა 12);
ელექტრონული ფოსტა/მობილური (შრიფტის ზომა 12);
თეზისების სახელწოდება (ცენტრირებული, Bold, შრიფტის ზომა 14);
თეზისების ძირითადი ნაწილი - (შრიფტის ზომა 12);
• ფურცლის ზომა A4;
• მინდორი: ზევით-ქვევით - 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ - 2 სმ.
• შრიფტი - უნიკოდი (Sylfaen);
• შრიფტის ზომა -12;
• სტრიქონებს შორის მანძილი -1, 5;
• გვერდების რაოდენობა - 1 (150-200 სიტყვა).
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი,
მსჯელობა – 5 წუთი.
საკონტაქტო პირი: ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი
თსუ პირველი კორპუსის 204-ე ოთახი.
« იხ. ყველა სიახლე