ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-02-05

არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის სამეცნიერო სხდომა

5 თებერვალს, 14:00 საათზე, თსუ I კორპუსის მუზეუმის ოთახში  გაიმართება არქეოლოგიის ს/ს ინსტიტუტის მორიგი სხდომა და მოხსენებებით წარსდგებიან დოქტორანტი დავით ნასყიდაშვილი, მოხსენების სათაური „საბჭოთა და ბრიტანული არქეოლოგიური გათხრების მეთოდოლოგიის ანალიზი", დოქტორანტი თამარ ჩოგოვაძე „გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის საბეჭდავები (გამოკვლევა, კატალოგი)".

 არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის გადაწყვეტილებით სამეცნიერო სხდომები გაიმართება ყოველ ოთხშაბათს. მოხსენებებს წაიკითხავენ როგორც ინსტიტუტის თანამშრომლები, ისე – დოქტორანტები და მაგისტრანტები. 
Print

« იხ. ყველა სიახლე