2020-08-13
სტუდენტთა მე-8 სამეცნიერო კონფერენცია „თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა აქტუალური პრობლემები“
ძვირფასო სტუდენტებო!გიწვევთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სტუდენტთა მე-8 სამეცნიერო კონფერენციაში – თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა აქტუალური პრობლემები – მონაწილეობის მისაღებად.
კონფერენცია გაიმართება 2020 წლის 15 ოქტომბერს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები უნდა გამოგზავნონ ა/წ 30 სექტემბრამდე ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: translation@tsu.ge
თეზისების გაფორმების წესი:
• ფურცლის ზომა A4;
• მინდორი: ზევით-ქვევით - 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ - 2 სმ.
• შრიფტი - უნიკოდი (Sylfaen);
• შრიფტის ზომა -12;
• სტრიქონებს შორის მანძილი -1, 5;
• გვერდების რაოდენობა - 1 (100-150 სიტყვა)
თეზისების თავში მოათავსეთ შემდეგი ინფორმაცია:
• ავტორის სახელი და გვარი (ცენტრირებული, Bold, შრიფტის ზომა 14);
• თეზისების სახელწოდება (ცენტრირებული, Bold, შრიფტის ზომა 14);
• თეზისების ძირითადი ნაწილი - (შრიფტის ზომა 12);
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი,
მსჯელობა – 5 წუთი.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვებგვერდზე აიტვირთება კონფერენციის პროგრამის ელექტრონული ვერსია, ხოლო მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
საკონტაქტო პირი: ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი
თსუ პირველი კორპუსის 204-ე ოთახი.
« იხ. ყველა სიახლე