2017-06-05
ბრძანება №:26
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტის/სტუდენტის/ მაგისტრანტობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის შექმნის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტის/სტუდენტის/ მაგისტრანტობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 09 ივნისის №49/2014 და 2017 წლის 17 მაისის N 54/2017 დადგენილების, ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 05 ივნისის ოქმი N4 საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შეიქმნას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტის/სტუდენტის/ მაგისტრანტობის კანდიდატის შესარჩევი კომისია.
2. კომისია უფლებამოსილია ბრძანების გამოქვეყნებიდან 1 წლის ვადით.
3. კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგნელობით:
1) ნანი გაფრინდაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, კომისიის თავმჯდომარე.4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
2) თედო დუნდუა - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე
3) თეიმურაზ პაპასქირი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე
4) დარეჯან გარდავაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
5) ზვიად მურადაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი; კომისის მდივანი.
6) ომარ ოქროპირიძე - სამართლებრივი სპეციალისტი (იურისტ-კონსულტანტი)
7) ეკატერინე ნავროზაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური უფროსი.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი /ნანი გაფრინდაშვილი/
« უკან დაბრუნება