2015-01-16
ბრძანება №:4

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფილოლოგიის დოქტორის (Ph.D.) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ნათია ვასაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის N257 დადგენილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  და სადისერტაციო საბჭოს დებულების“ მე–5 ნაწილის 5.2 და 5.3 პუნქტების, ჰუმანიტარულ მეცნირებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გამგეობის 2015 წლის 15 იანვრის ოქმისა (N5) და დისერტანტ ნათია ვასაძის 2015 წლის 15 იანვრის მომართვის () საფუძველზე,

ვბრძანებ:
  1. ფილოლოგიის  დოქტორის (Ph.D) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლადნათია ვასაძის დისერტაციის („პოლიტიკურად კორექტული დისკურსი სახისა და თავაზიანობის თეორიების თვალსაზრისით (ინგლისურ და ქართულ ენათა მასალაზე“) დაცვა გაიმართოს 2015 წლის 5 თებერვალს, 14 სთ-ზე, თსუ-ის  V კორპუსში, 313– ე აუდიტორიაში.
  2. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
  3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
  4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
 ფაკულტეტის დეკანი                            / დარეჯან თვალთვაძე/
« უკან დაბრუნება