2017-07-05
ბრძანება №:39

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფონდი „ქართული გალობის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის ყოველწლიური სტიპენდია თსუ–ს გამორჩეულ სტუდენტებისთვის ეთნოლოგიაში ან ფოლკლორისტიკაში, მონაწილეობის მიღებისათვის შესაბამის საბუთების წარმოდგენის/საკონკურსო პირობებისა, შემფასებელი კომისიისა და ამ კომისიის შემმადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის და საქვემოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ გენერალური დირექტორის 2017 წლის თორმეტი ივნისის წერილის (N124-0124) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.    კონკურსში გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის ყოველწლიური სტიპენდია თსუ-ს გამორჩეული სტუდენტისთვის (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/დოქტორანტურა) ეთ¬ნო¬ლოგიაში ან ფოლკლორისტიკაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარ¬მოადგინოს შემდეგი საკონკურსო პირობების დაკმაყოფილების დამა¬დას¬ტუ¬რე¬ბე-ლი დოკუმენტია.
1.1.    2016-2017 სასწავლო წელს აკადემიური მოსწრება 91 და ზემოთ.
1.2.    ნაშრომი მოცემულ თემაზე: სტატია სამეცნიერო ჟურნალში, სტატია სამეც-ნიერო-პოპულარულ ჟურნალში, სტატია პოპულარულ ჟურნალში ან გაზეთში.
1.3.    მონაწილეობა კონფერენციებში: საერთაშორისო კონფერენცია /სიმპოზიუმი, რეგიონული ან საუნივერსიტეტო კონფერენცია, სხვა.
2.    ამ ბრძანების პირველ მუხლში განსაზღვრული საკონკურსო პირობების დაკმაყო¬ფი-ლების დამადასტურებელი საბუთები წარმოდგენილი იქნეს თსუ, პირველი კორპუსი, 208-ე ოთახი.
3.    საბუთები მიიღება 2017 წლის 13 ივლისიდან არაუგვიანეს 2017 წლის 20 ივლისის 17 საათისა.
4.    სტიპენდიანტის გამოსავლენად შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
4.1. თედო დუნდუა
4.2. ქეთევან სიხარულიძე
4.3. როლანდ თოფჩიშვილი
5.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცე-ლარიას.
6.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულ-ტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
7.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის  დეკანი               /ნანი გაფრინდაშვილი/

« უკან დაბრუნება