2017-07-24
ბრძანება №:45

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2016–2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ანგლისტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტ ეკატერინე ბერიანიძის სამაგისტრო ნაშრომის დაცვის კომისიის შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვის ვადის განსაზღვრის შესახებ

სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2016–2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ანგლისტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტ ეკატერინე ბერიანიძის  სამაგისტრო  ნაშრომის დაცვის კომისიის შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვის ვადის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ და ეკატერინე ბერიანიძის 2017 წლის 17 ივლისის განცხადების (N1029/27) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.    თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ანგლისტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტ ეკატერინე ბერიანიძის სამაგისტრო  ნაშრომის დაცვის ვადად განისაზღვროს 2017 წლის 26 სექტემბერი , 15:00 საათი, თსუ მე-5 კორპუსი, 226 – ე აუდიტორია.
2.    სამაგისრო ნაშრომის დაცვის კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
ა) მანანა რუსიეშვილი – პროფესორი,  კომისიის თავმჯდომარე
ბ) ნინო დარასელია - ასოცირებული პროფესორი
გ) რუსუდან დოლიძე - ასოცირებული პროფესორი
დ) ნათია ნემსაძე - ასოცირებული პროფესორი
ე) გიორგი ყუფარაძე - ასოცირებული პროფესორი
ვ) ირინა გველესიანი - ასოცირებული პროფესორი
ზ) სალომე ტყებუჩავა - კომისიის მდივანი.
3.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი  პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის  დეკანი               /ნანი გაფრინდაშვილი/  

« უკან დაბრუნება