2017-06-14
ბრძანება №:29

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მარიამ შანიძის, ქრისტინა უბილავას, კიამალია შახმურადოვას და ნათია კარტოზიას საგამოცდო ნაშრომის, ,,თურქულ ენათა შესწავლის შესავალი“, განმხილველი სააპელაციო კომისიის შექმნის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მარიამ შანიძის, ქრისტინა უბილავას, კიამალია შახმურადოვას და ნათია კარტოზიას საგამოცდო ნაშრომის, ,,თურქულ ენათა შესწავლის შესავალი“, განმხილველი სააპელაციო კომისიის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.    შეიქმნას  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მარიამ შანიძის, ქრისტინა უბილავას, კიამალია შახმურადოვას და ნათია კარტოზიას საგამოცდო ნაშრომის განმხილველი სააპელაციო კომისია.
2.    სააპელაციო კომისიის შემადგენლობაში შევიდეს:
ა) მარინა ჯიქია - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი
ბ) თამარ ალფენიძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორი
3.    სააპელაციო კომისიის თავმჯდომარედ დამტკიცდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი მარინა ჯიქია.
4.    სააპელაციო კომისიის მუშაობის  შედეგები წერილობითი სახით წარმოდგენილ იქნას ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში გასაჩივრებული ნაშრომის კომისიისთვის გადაცემიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
5.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
6.    ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
7.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის  დეკანი                    /ნანი გაფრინდაშვილი/
« უკან დაბრუნება