2017-08-30
ბრძანება №:50

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2016–2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ირანისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტ ანზორ ცეცხლაძის საბაკალავრო ნაშრომის დაცვის კომისიის შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვის ვადის განსაზღვრის შესახებ

სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2016–2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ირანისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტ ანზორ ცეცხლაძის  საბაკალავრო  ნაშრომის დაცვის კომისიის შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვის ვადის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ და ანზორ ცეცხლაძის 2017 წლის 04 აგვისტოს განცხადების (N22779) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.    თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ირანისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტ ანზორ ცეცხლაძის საბაკალავრო  ნაშრომის დაცვის ვადად განისაზღვროს 2017 წლის 8 სექტემბერი  12:00 საათი, თსუ მე- 5 კორუსი, 118 -ე აუდიტორია.
2.     საბაკალავრო ნაშრომის დაცვის კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
ა) მანანა კვაჩაძე – ასოცირებული პროფესორი,  კომისიის თავმჯდომარე
ბ) თეა შურღაია - ასოცირებული პროფესორი
გ) მარინა ალექსიძე - ასოცირებული პროფესორი
დ) ფატმან ანთაძე - ასოცირებული პროფესორი
ე) ნომად ბართაია - ასოცირებული პროფესორი
ვ) ეკატერინე გოგოლაძე - დოქტორანტი, კომისიის მდივანი.
3.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი  პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის  დეკანი                       /ნანი გაფრინდაშვილი/  

« უკან დაბრუნება