2014-04-25
ბრძანება №:15

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2013–2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების მიღების ვადებისა და მიმღები კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–5 მუხლის მე–2 ნაწილისა და 30–ე მუხლის მე–4 ნაწილის, თსუ–ს რექტორის  2014 წლის 17 აპრილის  „პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ #56/01–01  ბრძანების საფუძველზე,


ვბრძანებ:

1.    განისაზღვროს 2013–2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში ბაკალავრიატის სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე წარმოსადგენი დოკუმენტების მიმღები კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ხატია ხატიაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კომისიის თავმჯდომარე
ბ) მარიამ ბაკურიძე – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
გ) სოფო ძნელაძე – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
2.    2013–2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში ფინანსური წახალისების მსურველმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა ამ ბრძანების N1 დანართით დამტკიცებული განცხადების შევსებული ვარიანტი წარმოადგინონ პირადად, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა მომსახურების ცენტრში (თსუ-ის I კორპუსი, II სართული, ოთახი N208) მიმდინარე წლის 28 აპრილიდან – 5  მაისის  ჩათვლით, 10:00 საათიდან  – 17:00 საათამდე.
3.    დაგვიანებით წარმოდგენილი განცხადებები არ განიხილება.
4.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
5.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
6.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის  დეკანი                                                                                            /დარეჯან თვალთვაძე/         

« უკან დაბრუნება