2013-06-11
ბრძანება №:30
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2012–2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საბაკალავრო ნაშრომებისა და სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი და საჯარო დაცვის ვადების განსაზღვრის შესახებ
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2012–2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საბაკალავრო ნაშრომებისა და სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი და საჯარო დაცვის ვადების განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 30–ე მუხლის მე–4 ნაწილის, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესისა“ და „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. 2012–2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი დაცვა გაიმართოს 2013 წლის 21 ივნისამდე.
2. 2012–2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართოს 2013 წლის 17 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით.
3. 2012-2013 წლის გაზფხულის სემესტრში საბაკალავრო ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართოს 2013 წლის 11 ივლისიდან 18 ივლისამდე.
4. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე
« უკან დაბრუნება