2016-09-08
ბრძანება №:38

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2015–2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ამავე ფაკულტეტის მაგისტრანტის ნათია ჩართოლანის სამაგისტრო ნაშრომის საჯარო დაცვის ვადის და დაცვის კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 20.07.2016 N36 ბრძანების საფუძველზე

ვბრძანებ:

1. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტის ნათია ჩართოლანის სამაგისტრო ნაშრომის საჯარო დაცვის ვადად განისაზღვროს 2016 წლის 23 სექტემბერი, 12:00 საათი, თსუ, პირველი კორპუსი, 217–აუდიტორია.
2. დამტკიცდეს სამაგისტრო ნაშრომის დაცვის კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) თეიმურაზ პაპასქირი- პროფესორი, თავმჯდომარე.
ბ) მურმან პაპაშვილი– პროფესორი
გ) მერაბ კალანდაძე– ასოცირებული პროფესორი
დ) ლეილა ხუბაშვილი– ასოცირებული პროფესორი
ე) ფატიმა შეყლაშვილი– ასოცირებული პროფესორი
ვ) ზაალ გოგენია– ასისტენტ-პროფესორი, კომისიის მდივანი

3. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი  პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



ჰუმანიტარულ მეცნიერებათა 
ფაკულტეტის დეკანი                   /ნანი გაფრინდაშვილი/

« უკან დაბრუნება