2017-06-12
ბრძანება №:28
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის ( სლოვაკეთი) საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის ,,სლოვაკური ენისა და კულტურის საზაფხულო სკოლა 2017“ - ის ფარგლებში საბუთების მიღების, გასაუბრების ვადებისა და საფაკულტეტოს კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის ( სლოვაკეთი) საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის ,,სლოვაკური ენისა და კულტურის საზაფხულო სკოლა 2017“ - ის ფარგლებში საბუთების მიღების, გასაუბრების ვადებისა და საფაკულტეტოს კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, თსუ-ს საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის 2017 წლის 02 ივნისის წერილის N 8378/10 საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. კონკურსში ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის (სლოვაკეთი) საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის ,,სლოვაკური ენისა და კულტურის საზაფხულო სკოლა 2017“- ში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საკონკურსო პირობების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტი:
1) განცხადება
2) ცნობა აკადემიური მოსწრების შესახებ. (არანაკლებ 2.5 GPA)
3) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (მინიმუმ B2)
4) ვადიანი პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა.( პასპორტი)
2. კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ბაკალავრიატის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტები.
3. ამ ბრძანების პირველ მუხლში განსაზღვრული საკონკურსო პირობების დაკმაყოფილების დამადასტურებელი საბუთები წარმოდგენილ იქნეს თსუ, პირველი კორპუსი, 204-ე ოთახი, 2017 წლის 13 ივნისს 09:30 საათიდან 18:00 საათამდე.
4. შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდეს 2017 წლის 14 ივნისს, 17:00 საათზე, თსუ I კორპუსის 217-ე აუდიტორიაში.
5. საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტისათვის კანდიდატების სიის გადაცემა მომზადდეს 2017 წლის 15ივნისის ჩათვლით.
6. სტიპენდიანტების გამოსავლენად შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1) თედო დუნდუა - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომიის თავჯდომარე7. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
2) დავით გოცირიძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი
3) ნინო ჩიქოვანი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი
4) ზაზა სხირტლაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი
5) ქეთევან ხუციშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
6) ეკატერინე ნავროზაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი. თავჯდომარის მოადგილე.
7) ნინო პოპიაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, დოქტორი. კომისიის მდივანი.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი /ნანი გაფრინდაშვილი/
« უკან დაბრუნება