2018-05-14
ბრძანება №:19
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2017–2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საბაკალავრო ნაშრომების საჯარო დაცვის და შესაბამის სასწავლო - სამეცნიერო ინსტიტუტებში წარმოდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2017–2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საბაკალავრო ნაშრომების საჯარო დაცვის და შესაბამის სასწავლო - სამეცნიერო ინსტიტუტებში წარმოდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
2017–20178 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საბაკალავრო ნაშრომების საჯარო დაცვის ვადად განისაზღვრო 2018 წლის 13 - 21 ივლისი.
2.
შესაბამის ინსტიტუტებში საბაკალავრო ნაშრომები წარმოდგენილი იქნას არაუგვიანეს 2018 წლის 23 ივნისისა.
3.
ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4.
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5.
ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი /ნანა გაფრინდაშვილი/