2018-02-20
ბრძანება №:13
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საგამოცდო ნაშრომების განმხილველი მუდმივმოქმედი სააპელაციო კომისიის შექმნის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საგამოცდო ნაშრომების განმხილველი მუდმივმოქმედი სააპელაციო კომისიის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.
შეიქმნას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საგამოცდო ნაშრომების განმხილველი მუდმივმოქმედი სააპელაციო კომისია.
2.
კომისია უფლებამოსილია ბრძანების გამოქვეყნებიდან 1 წლის ვადით.
3.
სააპელაციო კომისიის შემადგენლობაში შევიდეს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და მოწვეული პედაგოგები.
4.
სააპელაციო კომისიის თავმჯდომარედ დამტკიცდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი თედო დუნდუა.
5.
კომისიის თავმჯდომარე ნაშრომის გადაცემიდან ერთი დღის ვადაში განსაზღვრავს სააპელაციო კომისიის შემადგენლობას ნაშრომის სპეციფიკიდან გამომდინარე.
6.
სააპელაციო კომისიის მუშაობის შედეგები წერილობითი სახით წარმოდგენილ იქნას ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში გასაჩივრებული ნაშრომის კომისიისთვის გადაცემიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
7.
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
8.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
9.
ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი /ნანი გაფრინდაშვილი/
« უკან დაბრუნება