2015-02-17
ბრძანება №:11

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სააპელაციო კომისიის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის  და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის, ალექსანდრე მოსიძის 2015 წლის 16 თებერვლის მომართვის (N486) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეიქმნას  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სააპელაციო კომისია, რათა ხელახლა შესწორდეს საგნის „ენათმეცნიერების შესავალი“ განმცხადებელი სტუდენტის ფინალური გამოცდის ნაშრომი.
2. სააპელაციო კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
1) რუსუდან ასათიანი – კომისიის თავმჯდომარე
2) თინათინ ბოლქვაძე
3) ივანე ლეჟავა
3. სააპელაციო კომისიის მუშაობის  შედეგები წერილობითი სახით წარმოდგენილ იქნას ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში არაუგვიანეს 2015 წლის 20 თებერვლისა.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
5. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა 
ფაკულტეტის დეკანი          /დარეჯან თვალთვაძე/

« უკან დაბრუნება