2020-07-29
ბრძანება №:14

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2019–2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო დაცვის ვადების ცვლილების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის

ბრძანება

სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2019–2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო  დაცვის ვადების ცვლილების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“  საფუძველზე, 

ვბრძანებ:

1. შეიცვალოს 2019–2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შემდეგი სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ვადები:

1.1 ქართველური ენათმეცნიერების სამაგისტრო ნაშრომების დაცვის თარიღად განისაზღვროს 2020 წლის 5 აგვისტოს 10:00 საათი;

1.2 შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგიის სამაგისტრო ნაშრომების დაცვის თარიღად განისაზღვროს 2020 წლის 5 აგვისტოს 10:00 საათი.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს.
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

« უკან დაბრუნება