2015-02-20
ბრძანება №:12
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფილოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის და ისტორიის დოქტორის (Ph.D.) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად თამარ ფხაკაძის, ანა შანშიაშვილის და თამარ ქარცივაძის სადისერტაციო ნაშრომების დაცვის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის N257 დადგენილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და სადისერტაციო საბჭოს დებულების“ მე–5 ნაწილის 5.2 და 5.3 პუნქტების, ჰუმანიტარულ მეცნირებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გამგეობის 2015 წლის 18 თებერვლის ოქმისა (N7) და დისერტანტების თამარ ფხაკაძის, ანა შანშიაშვილის და თამარ ქარცივაძის განცხადებების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. ფილოლოგიის დოქტორის (Ph.D) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად თამარ ფხაკაძის დისერტაციის („ციტატის, როგორც ინტერტექსტუალობის მარკერის როლი ვერბალურ და არავერბალურ ნიშანთა სისტემაში“) დაცვა გაიმართოს 2015 წლის 14 მარტსს, 12 სთ-ზე, თსუ-ის V კორპუსში, 313–ე აუდიტორიაში.
2. ისტორიის დოქტორის (Ph.D) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად თამარ ქარცივაძის დისერტაციის („შარიფების და ფილალის დინასტია მაროკოში“) დაცვა გაიმართოს 2015 წლის 20 მარტს, 16 სთ-ზე, თსუ-ის I კორპუსში, მე–7 აუდიტორიაში.
3. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის (Ph.D) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ანა შანშიაშვილი დისერტაციის („ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედება და ქართულის სახვითი ხელოვნების ტრადიციები“) დაცვა გაიმართოს 2015 წლის 20 მარტს, 15 სთ-ზე, თსუ-ის I კორპუსში, 307–ე აუდიტორიაში.
4. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი
/დარეჯან თვალთვაძე/