2014-09-17
ბრძანება №:54

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტ შალვა მეჩიტაშვილის და გერმანული ფილოლოგიის საბაკალვრო პროგრამის სტუდენტ მარია ზაკუტაშვილის საბაკალავრო ნაშრომების დაცვის კომისიის შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვის ვადების განსაზღვრის შესახებ

 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 18 ივნისის N31 ბრძანების საფუძველზე,
ვბრძანებ:

1.    თსუ უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტ შალვა მეჩიტაშვილის საბაკალავრო ნაშრომის დაცვის ვადად განისაზღვროს  2014 წლის 24 სექტემბერი, 12:00 საათი, თსუ, მერვე კორპუსი, 204 – აუდიტორია.
2.    საბაკალავრო ნაშრომის დაცვის კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
1)    როლანდ თოფჩიშვილი–კომისიის თავმჯდომარე
2)    როზეტა გუჯეჯიანი
3)    ქეთევან ხუციშვილი
4)    ნოდარ შოშიტაიშვილი
5)    ნუნუ მინდაძე

3.    თსუ უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის გერმანული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტ მარია ზაკუტაშვილი საბაკალავრო ნაშრომის დაცვის ვადად განისაზღვროს 2014 წლის 23 სექტემბერი, 11:00 საათი, თსუ, მეხუთე კორპუსი, 305–აუდიტორია.
4.     საბაკალავრო ნაშრომის დაცვის კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:

1)    ლალი ქეცბა–ხუნდაძე– კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი
2)    ნინო ქიმერიძე– ასოცირებული პროფესორი
3)     ნუნუ კაპანაძე– ასოცირებული პროფესორი
4)     მარიკა ანდრაზაშვილი– ასოცირებული პროფესორი
5)     კონსტანტინე ბრეგაძე– ასოცირებული პროფესორი
6)     თამარ ჭუმბურიძე– კომისიის მდივანი, ასისტენტ პროფესორი

5.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
6.    ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
7.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი                                / დარეჯან თვალთვაძე/



« უკან დაბრუნება