2012-05-08
ბრძანება №:18
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2011–2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა (პრეზიდენტის სტიპენდიანტთა) ფინანსური წახალისებისთვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო კომისიის დამტკიცების შესახებ
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2011–2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა (პრეზიდენტის სტიპენდიანტთა) ფინანსური წახალისებისთვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო კომისიისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 30–ე მუხლის მე–4 ნაწილის, თსუ–ს რექტორის 2012 წლის 8 მაისის „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა (პრეზიდენტის სტიპენდიანტთა) ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ“ N60/01–01 ბრძანების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. განისაზღვრის 2011–2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა (პრეზიდენტის სტიპენდიანტთა) ფინანსური წახალისებისთვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) თეიმურაზ პაპასქირი – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
ბ) თედო დუნდუა – დეკანის მოადგილე
გ) გვანცა ჭანტურია – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
დ) ანდრო გოგოლაძე – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
ე) ლევან სილაგაძე – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
ვ) ზვიად მურადაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი
ზ) რუსუდან ჩიქოვანი –სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
თ) მაია მადუაშვილი - ლაბორანტი
ი) ალექსანდრე ბოშიშვილი – ლაბორანტი
კ) ნინო კვირიკაშვილი – კანცელარიის უფროსი სპეციალისტი
ლ) ნინო სურმავა – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
2. დამტკიცდეს ამ ბრძანების N1 დანართით განსაზღვრული 2011–2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა (პრეზიდენტის სტიპენდიანტთა) ფინანსური წახალისებისთვის კანდიდატთა შეფასების კრიტერიუმები.
3. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანი
ასოცირებული პროფესორი დარეჯან თვალთვაძე