2014-05-28
ბრძანება №:25

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული უცხოურ ენების გამოცდის ჩატარების ვადის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების (78/2013) „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული უცხოური ენების სწავლების დარეგულირების შესახებ“ 1–ლი მუხლის „ბ“ პუნქტისა და „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.     ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული უცხოური ენების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) გამოცდები ჩატარდეს
2014 წლის 14 ივნისს, ხოლო განმეორებითი გამოცდის ჩატარების ვადად განისაზღვროს 2014 წლის 14 ივლისი.
2.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
3.    ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი                                     /დარეჯან თვალთვაძე/


« უკან დაბრუნება