2014-07-21
ბრძანება №:45
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის IV სემესტრის სტუდენტების ფატმან აბუაშვილისა და ქეთევან ჩაქსელიანის სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ვადების განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ფატმა აბუაშვილისა და ქეთევან ჩაქსელიანის 2014 წლის 18 ივლისის განცხადებების ( N 2848, N2849)საფუძველზე,
ვბრძანებ:1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ფატმან აბუაშვილისა და ქეთევან ჩაქსელიანის სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ვადად განისაზღვროს 2014 წლის სექტემბერი.
2. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი /დარეჯან თვალთვაძე/
« უკან დაბრუნება