2017-06-16
ბრძანება №:30

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის ( სლოვაკეთი) საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის ,,სლოვაკური ენისა და კულტურის საზაფხულო სკოლა 2017“ - ის ფარგლებში საბუთების მიღების და გასაუბრების ვადების ცვლილების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, თსუ-ს საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის 2017 წლის 02 ივნისის წერილის N 8378/10  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.  გაგრძელდეს საბუთების მიღება კონკურსში მონაწილე მსურველებისათვის 2017 წლის 19 ივნისის 18:00 საათამდე, საბუთები წარმოდგენილ იქნეს თსუ, პირველი კორპუსი, 204-ე ოთახი.
2. შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდეს 2017 წლის 20 ივნისს, 15:00 საათზე, თსუ I  კორპუსის 212-ე აუდიტორიაში.
3. საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტისათვის კანდიდატების სიის გადაცემა მომზადდეს 2017 წლის 20 ივნისის ჩათვლით.
7. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
8. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი               /ნანი გაფრინდაშვილი/ « უკან დაბრუნება