2020-07-15
ბრძანება №:12

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მოსაპორვებლად კონკურსის გამოცხადების, საკონკურსო საბუთების მიღების და საბუთების განმხილველი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მოსაპორვებლად კონკურსის გამოცხადების, საკონკურსო საბუთების მიღების და საბუთების განმხილველი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის N12 დადგენილების დანართ N2– ის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გამოცხადდეს აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერების დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით წარმოჩენილი ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის კონკურსი ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.
2.    სტიპენდიის მოპოვებისთვის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

2.1    პროფესორის 1 რეკომენდაცია;
2.2    პირადობის მოწმობის ასლი;
2.3    სტუდენტის სასწავლო ბარათი;
2.4    სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
2.5    სიგელები;
2.6    სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში;
2.7    ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ;
3.    ამ ბრძანების მეორე პუნქტში განსაზღვრული საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2020 წლის 15 ივლისიდან 2020 წლის 22 ივლისამდე 17 საათის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე –  sopiko.dzneladze@tsu.ge (საკონტაქტო პირი: სოფიკო ძნელაძე)

4.    სტიპენდიატის წარსადგენად დამტკიცდეს საბუთების განმხილველი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

4.1 .   თეიმურაზ პაპასქირი
4.2.   ნინო ჩიქოვანი
4.3    ცირა ბარამიძე
4.4    მიხეილ ბახტაძე
4.5    ეკატერინე ნავროზაშვილი

6.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს.
7.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. « უკან დაბრუნება