2015-12-23
ბრძანება №:54
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2015–2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი და საჯარო დაცვის ვადების განსაზღვრის შესახებ
ვბრძანებ:
1. 2015–2016 სასწავლო წლის შემედგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი დაცვა გაიმართოს 2016 წლის 9 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით.
2. 2015–2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართოს 2016 წლის 8 თებერვლიდან 12 თებერვლის ჩათვლით.
3. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანის
მოვალეობის შესრულებელი /ნანი გაფრინდაშვილი/
« უკან დაბრუნება