2018-07-11
ბრძანება №:27

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მოსაპორვებლად კონკურსის გამოცხადების, საკონკურსო საბუთების მიღების და საბუთების განმხილველი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მოსაპორვებლად კონკურსის გამოცხადების, საკონკურსო საბუთების მიღების და საბუთების განმხილველი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის N12 დადგენილების დანართ N2– ის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.    თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გამოცხადდეს აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერების დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით წარმოჩენილი ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის კონკურსი ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.
2.    სტიპენდიის მოპოვებისთვის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
2.1    პროფესორის 1 რეკომენდაცია;
2.2    პირადობის მოწმობის ასლი;
2.3    სტუდენტის სასწავლო ბარათი;
2.4    სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
2.5    სიგელები;
2.6    სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში;
2.7    ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ;
3.    ამ ბრძანების მეორე მუხლში განსაზღვრული საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2018 წლის 16 ივლისიდან 2018 წლის 23 ივლისის 17 საათის ჩათვლით, თსუ, პირველი კორპუსი, 208-ე ოთახი.
4.    სტიპენდიანტის წარსადგენად დამტკიცდეს საბუთების განმხილველი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
4.1    თედო დუნდუა
4.2    ჯაბა სამუშია
4.3    ნინო ჩიქოვანი
4.4    როზეტა გუჯეჯიანი
4.5    ნანა მაჭავარიანი
5.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
6.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
7.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა 
ფაკულტეტის  დეკანი                       / ნანა გაფრინდაშვილი /     
« უკან დაბრუნება