2015-08-17
ბრძანება №:41
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2014–2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ბაკალავრიატის სტუდენტ მარიამ გომელაურის საბაკალავრო ნაშრომის დაცვის ვადის განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის და მაგისტრანტ მარიამ გომელაურის 2015 წლიის 10 აგვისტოს განცხადების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. 2014–2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტ მარიამ გომელაურის საბაკალავრო ნაშრომის დაცვის ვადად განისაზღვროს 2015 წლის სექტემბერი, არაუგვიანეს 2015-2016 სასწავლო წლის შემედგომის სემესტრის დაწყებამდე.
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი
/თედო დუნდუა/