2012-06-14
ბრძანება №:27
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ისტორიის დოქტორის (Ph.D.) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად თეიმურაზ ჯოჯუას სადისერტაციო ნაშრომის დაცვის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 30–ე მუხლის მე–4 ნაწილის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის N257 დადგენილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების“ მე–5 ნაწილის 5.2 და 5.3 პუნქტების, ჰუმანიტარულ მეცნირებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გამგეობის 2012 წლის 12 ივნისის სხდომის N17 ოქმისა და დოქტორანტ თეიმურაზ ჯოჯუას 2012 წლის 12 ივნისის მომართვის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. ისტორიის დოქტორის (Ph.D.) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად თეიმურაზ ჯოჯუას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართოს 2012 წლის 11 ივლისს, 16:00 საათზე, თსუ–ის I კორპუსში, 307-ე აუდიტორიაში.2. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანი
ასოცირებული პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
« უკან დაბრუნება