2012-07-24
ბრძანება №:35

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შიდა მობილობისთვის წარმოსადგენი საბუთების მიმღები კომისიის დამტკიცების შესახებ

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შიდა მობილობისთვის წარმოსადგენი საბუთების მიმღები კომისიის დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არსამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–5 მუხლის მე–2 ნაწილისა და 30–ე მუხლის მე–4 ნაწილის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „ა(ა)იპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე–7 მუხლის მე–2, მე–5 და მე–6 ნაწილების, ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ 2012 წლის 16 ივლისის №86/01–01 ბრძანებისა და ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ 2012 წლის 05 ივლისის №82/01–01 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    განისაზღვრის 2012–2013 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შიდა მობილობისთვის წარმოსადგენი საბუთების მიმღები კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნატო ახალაია – უფროსი სპეციალისტი
ბ) სოფო პაპიაშვილი – უფროსი სპეციალისტი
გ) ხატია ყანდიაშვილი – სპეციალისტი (იურისტ–კონსულტანტი).
2.    შიდა მობილობისათვის წარმოსადგენი საბუთები დადგენილი წესის შესაბამისად მიიღება 2012 წლის 30 ივლისიდან 2012 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით, 10:00 -დან 17:00 საათამდე, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შიდა მობილობისათვის წარმოსადგენი საბუთების მიმღებ კომისიაში. მისამართი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი  №1(თსუ-ს I კორპუსი), II სართული, ოთახი  №208.
3.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი                                           დარეჯან თვალთვაძე
« უკან დაბრუნება