2017-07-26
ბრძანება №:46

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დეკანის მოვალეობის შემსრულებლის განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დეკანის მოვალეობის შემსრულებლის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დეკანის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნოს თედო დუნდუა 2017 წლის 14 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით.
2. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის  დეკანი                /ნანი გაფრინდაშვილი/

« უკან დაბრუნება